ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის შინ ბეთისა და ისრაელის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ გასულ თვეში დააკავა და მისი მისიის სამიზნეებს შინ ბეთის ხელმძღვანელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი წარმოადგენდნენ.

ეჭვმიტანილს, 73 წლის მოტი მამანს, ბრალი დღეს წაუყენეს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების გამოძიების თანახმად, მამანი ბიზნესმენია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და თურქეთისა და ირანის მოქალაქეებთან საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. ასევე, დაკავებული ირანში ორჯერ იქნა გადაყვანილი და მისიის შესასრულებლად თანხა მიიღო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა