კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვაზე - საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო მზად არის აშშ-სთან ურთიერთობების გადასახედად, მეგობრობისთვისაც, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე.

მისივე განმარტებით, სტრატეგიული პარტნიორებისგან კონკრეტული მოწოდებები - „გამჭვირვალობის კანონსა“ თუ დამნაშავეების ციხიდან გათავისუფლების თაობაზე, მიუღებელია.

„როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კატეგორიულად მიუღებელია „თვალებში ნაცრის შეყრა“, გამჭვირვალობის კანონის რუსულად შეფუთვა, მიუღებელია, როდესაც კრიმინალზე გეუბნებიან გაათავისუფლეთო, თორემ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებები შეგექმნებათო. არაერთხელ განვაცხადეთ და ქმედებებითაც დაგვიმტკიცებია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის და ხალხის ინტერესების დათმობის ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს