ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ უკრაინას ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორთან, ფატიჰ ბიროლთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც უკრაინის ენერგო სისტემა რუსეთის თავდასხმების გამო აღმოჩნდა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს.

„ორ კვირაში გათბობის სეზონი იწყება. იმ ფონზე, როდესაც ტემპერატურა კლებას იწყებს, ევროკავშირი მზად არის გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა. ზამთრისთვის ერთად ვემზადებით. მე მივემგზავრები კიევში, რათა ხვალ ეს საკითხები პირადად განვიხილო პრეზიდენტ ზელენსკისთან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება