ნინო ლომჯარია - არ შეიძლება სიძულვილი იყოს ამ ქვეყნის მომავალი

კონკრეტული ძალები და ადამიანები იმის გამო, რომ საკუთარი კეთილდღეობა შეინარჩუნონ, ყველაზე მოწყვლადი, დაჩაგრული ჯგუფის მიმართაც კი აღვივებენ ზიზღს და შემდგომ, აი, ამ ყველაფერს აქცევენ კანონებად და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტებად - არ შეიძლება სიძულვილი იყოს ამ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას, „უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლების სიძულვილის კამპანია მსგავსი ფაქტების არსებობას“ და აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა“ უწყობს.

„რა თქმა უნდა. ორი დღის წინ მიიღო პარლამენტმა კანონი. კონკრეტული ძალები და ადამიანები იმის გამო, რომ საკუთარი კეთილდღეობა შეინარჩუნონ, ყველაზე მოწყვლადი, დაჩაგრული ჯგუფის მიმართაც კი აღვივებენ ზიზღს და შემდგომ აი, ამ ყველაფერს აქცევენ კანონებად და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტებად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავის შედეგებს გამოიღებს. არ შეიძლება სიძულვილი იყოს ამ ქვეყნის მომავალი. მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არც ერთი დაჩაგრული სეგმენტის, ადამიანის მიმართ სიძულვილს არ ექნება პერსპექტივა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, გუშინ თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება