ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლად დანიშნული თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილეობდნენ.

„აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ღონისძიება აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება