გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 397 მილიონი ევროს დამტკიცებას გეგმავს

გერმანია უკრაინისთვის 400 მილიონ ევრომდე ღირებულების სამხედრო დახმარების დამტკიცებას გეგმავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომლის შინაარსიც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი.

„უკრაინაში სამხედრო სიტუაციის მუდმივი გაუარესების გათვალისწინებით, არსებობს სერიოზული რისკი, რომ უკრაინა, მნიშვნელოვნად გაზრდილი მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, დამარცხდეს”, - აღნიშნულია წერილში.

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის ფინანსთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ, პარლამენტის ქვედა პალატის საბიუჯეტო კომიტეტისგან დამატებითი ხარჯების დამტკიცებას ითხოვს.

„დაახლოებით, 397 მილიონი ევროს დაუგეგმავი საჭიროება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვლინდა და შეესაბამება კონსტიტუციურ და საბიუჯეტო მოთხოვნებს“, - ნათქვამია წერილში.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, რათა წელს დაგეგმილი ზომები განხორციელდეს.

Reuters-ი წერს, რომ გერმანიის ბიუჯეტმა უკრაინის დახმარებისთვის წელს, დაახლოებით, 8 მილიარდი ევრო შეადგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება