თამარ კორძაია - პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარია ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა

პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა და დავიბრუნოთ ყველა ის სიკეთე, რაც გვქონდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანობით უნდა დავამარცხოთ მოღალატე ხელისუფლება“.

„რაც შეეხება სანქციებს, პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით დავასრულოთ ეს უკუსვლა და დავიბრუნოთ ყველა ის სიკეთე, რაც გვქონდა. დავიბრუნოთ იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან. 26 ოქტომბრამდე ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, მაგრამ მთავარია, ერთიანობით დავამარცხოთ ეს მოღალატე ხელისუფლება", - განაცხადა თამარ კორძაიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს