გორის მერია - „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გორში 3X3-ზე კალათბურთის ტურნირი გაიმართა

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გორში 3X3 - ზე კალათბურთის ტურნირი გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მუნიციპალურ ტურნირში I, II, III ადგილებზე გასულ გუნდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან ფულადი პრიზები გადაეცათ.

„ჩემპიონატში გამარჯვება გუნდმა „მადაგასკარმა“ მოიპოვა. მეორე ადგილი „TMG“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი გუნდი „ჩიხელები“ გავიდნენ. კალათბურთის ჩემპიონატში გორის მუნიციპალიტეტის 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

3X3 - ზე კალათბურთის ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ ორგანიზებით ჩატარადა. „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება.

პროექტის ფარგლებში კალათბურთის გარდა მუნიციპალური ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც გაიმართა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ მიზანი სპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება