სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის - ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს

ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა ქვეყნის დასავლური კურსის გამო.

„ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება. ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ასე ჭირდება ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა და იზეიმებს სამართალი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს