მიხეილ სააკაშვილი - საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს! დღევანდელ მსოფლიოში სისუსტისა და ბოდიშების მოხდის დრო არ არის! - ის, რაც ახლა ბოდიშის მოხდის თემით გაგვიკეთეს, პირდაპირი ჩაბარებაა რუსეთისადმი

როცა გვეუბნებიან, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, იქნებ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჯალალ - ედ - დინს, აღა -მაჰმად- ხანს, შაჰ აბასს, ყველას, ვინც საქართველოს ანადგურებდა ბოდიში უნდა მოვუხადოთ?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას იმ საქმეების გამო, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა.

„[ფაილის] ამის მიღმა მოგმართოთ და მოვიხადო ბოდიში ბაობაბების გახმობისთვის, ერის და ბერის წინაშე? ეს ხუმრობით და სინამდვილეში, [ფაილის] ამის მიღმა რომ არ იარო შენს ხალხთან, ამას უნდა დამსახურება. იმიტომ, რომ მე მაქვს გამოცდილება თუ რას ნიშნავს შენს ხალხთან სიარული. აი, ფოტოები, ხალხის ნაკადში ყოფნა, აი, ხალხის ემოციები. ეს კაცი თვითონ ჩაიკეტა გალიაში და მეც ჩამკეტა გალიაში. მან კარგად იცის რამხელა მხარდაჭერა მაქვს, როგორ მიყვარს ჩემი ხალხი და როგორ ვუყვარვარ ჩემს ხალხს. თვითონ არის გალიაში ჩაკეტილი იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის თუ როგორ ეზიზღებათ, ეს იცის. ამ ზიზღსაც დამსახურება უნდოდა და სიყვარულსაც, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ დამსახურება უნდა.

დღეს აქტუალურია ბოდიშების მოხდა. საქართველო არასდროს არ მოიხდის ბოდიშს! დღევანდელ მსოფლიოში სისუსტისა და ბოდიშების მოხდის დრო არ არის! დღეს არის სიძლიერის და საკუთარი სიმართლის გატანის დრო. მე არ მოვიხდი ბოდიშის იმისთვის, რომ დღევანდელი ახალგაზრდები 15-20-30 ათას დოლარს არ იხდიან, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ და „ბლატის“ გარეშე ხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში; მე არ მოვიხდი ბოდიშს „გაი“ რომ გავაუქმე, რომელიც აწამებდა ჩვენს ხალხს და ახალი პოლიცია და პატრული შევქმენით; მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ნულიდან შევქმენით ქართული ჯარი, რომელსაც ამცირებენ და ავიწროებენ; არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ჩაბნელებულ ქვეყანაში დავაბრუნეთ სინათლე; არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ქუთაისში პარლამენტი გადავიტანეთ; არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ აჭარის სეპარატიზმი გავაუქმეთ. აჭარა, ჯავახეთი დავუბრუნეთ საქართველოს; არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ბათუმი - სასწაული შევქმენით; არ მოვიხდი ბოდიშს სანდრამ რომ გააკეთა სკრინინგის პროგრამა, უამრავი ახალი საავადმყოფო ავაშენეთ; არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ კრიმინალი მოვსპე, კორუფცია აღმოფხვერი; არასდროს არ მოვიხდი ამ ყველაფრისთვის ბოდიშს! მასამართლებენ სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შევძელით, არაფერ შუაშია ეს შეთითხნილი საქმეები. ის, რაც ახლა ბოდიშის მოხდის თემით გაგვიკეთეს, პირდაპირი ჩაბარებაა რუსეთისადმი. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ქართულ ეკლესიასთან კონკორდატი მოვამზადე და პატრიარქთან ერთად ამას ხელი მოვაწერე. როცა გვეუბნებიან, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, იქნებ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჯალალ - ედ - დინს, აღა - მაჰმად - ხანს, შაჰ აბასს, ყველას, ვინც საქართველოს ანადგურებდა ბოდიში უნდა მოვუხადოთ?! როგორ გაბედეს ქართველებმა და როგორ მოაწყვეს მაგალითად, ბახტრიონის აჯანყება?! ეს პროვოკაცია იყო! დიდგორი - ეს იყო ყველაზე დიდი პროვოკაცია საქართველოს ისტორიაში. საქართველოს ჰყოლია სუსტი მმართველები, მაგრამ ისტორიაში არასდროს ჰყოლია მოღალატე მმართველები“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია