მაკა ბოჭორიშვილი - ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ?!

ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, სადაც ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.

მისი თქმით, კრიმინალს არც ეროვნება აქვს, არც სქესი და რელიგიური კუთვნილება.

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი და არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება. მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს.

ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ? სხვისკენ თითგაშვერილები თავად ახდენთ ადამიანების სტიგმატიზებასაც და დისკრიმინაციასაც“,- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება