გერმანიამ უკრაინას 20-ზე მეტი Leopard-ის ტანკი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს Leopard 1 A5 ტიპის 22 ტანკს და 60 ათასზე მეტ 155 მმ-იან ჭურვს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს Bandvagn 206 (BV206) ტიპის ხუთ ყველგანმავალ მანქანას, მაღალი გამავლობის ტრანსპორტიორს Warthog-ს, GEPARD-ის სამ საზენიტო დანადგარს, MG3 ტიპის 10 ტყვიამფრქვევს, 1 მილიონ საბრძოლო მასალას ცეცხლსასროლი იარაღისთვის, ათობით სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, WISENT 1 ტიპის 6 გამნაღმველ ტანკს სათადარიგო ნაწილებით, 112 ავტომობილს, მათ შორის სატვირთო მანქანებს, მიკროავტობუსებს, ყველგანმავლებს და სხვა სამხედრო ტექნიკას.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან, გერმანიამ უკრაინას ფედერალური შეიარაღებული ძალების საწყობებიდან, დაახლოებით, 5,2 მილიარდი ევროს ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა მიაწოდა. გარდა ამისა, გერმანიაში სამხედრო წვრთნა 10 ათასზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს