ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეზოლუციას მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 131-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 63-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამჟამად დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გარეშე, უკრაინა საკუთარი თავდაცვის უფლების სრულად გამოყენებას ვერ შეძლებს და მისი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა თავდასხმების მიმართ დაუცველი რჩება.

ამასთან, ევროპარლამენტარები წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ და უკრაინას ერთი მილიონი ჭურვი მიაწოდონ. ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის Taurus-ის რაკეტების მიწოდება დააჩქარონ.

რეზოლუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის, ბელარუსისა და იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროკავშირის საბჭოს სანქციების პოლიტიკის გაფართოებისკენ მოუწოდებს, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება