ანა ბუჩუკური - გიორგი გახარია ესაუბრა პრეზიდენტს, ხაზარაძესაც, დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა - გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ

დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა. გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის სახელით განცხადების გამოქვეყნებამდე, გიორგი გახარია ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძესაც ესაუბრა.

„ჩვენი გუნდის განცხადების გამოქვეყნებამდე, გიორგი გახარია ესაუბრა ქალბატონ პრეზიდენტს.

ასევე, ჩემი თანდასწრებით ტელეფონზე ესაუბრა ბატონ ხაზარაძესაც.

დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა.

გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის დღეს შეთანხმების ხელმოწერისთვის მზად იყო და „არ იცის რა შეიცვალა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს