მამუკა მდინარაძე - ერთ მხარეს არიან ძალები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გლობალური ინტერესებისათვის შესაწირ პაიკად ჭირდება და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი

მივესალმები ქვემო ქართლის თითოეულ მკვიდრს, რუსთავს, გარდაბანს, ბოლნისს, მარნეულს, თეთრიწყაროს, წალკას, მივესალმები ამ ისტორიულ რეგიონში მცხოვრებ თითოეულ ქართველს, აზერბაიჯანელს, სომეხს, ბერძენს თუ სხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეს. უთანასწორო ბრძოლა მშვიდობისა და ღირსებისათვის - ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება ., - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას.

მოსახლეობასთან შეხვედრისას მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ განსხვავებაზე ისაუბრა.

"და მაინც, ვინ არიან მხარეები ამ ბრძოლაში. ერთ მხარეს - ძალები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გლობალური ინტერესებისათვის შესაწირ პაიკად ჭირდება და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ქართული ოცნება და ქართველი ხალხი. შემდეგი კითხვაა, როგორები არიან ისინი ან რა ინტერესები ამოძრავებთ. მათი სამიზნეა ძალაუფლება და უზარმაზარი ფინანსური ინტერესებია, მაგალითად ისეთი, როგორიც შეიძლება იმ მასშტაბის ომებს ახლდეს თან, რაც დღეს ჩვენს რეგიონშია.

შეგვიძლია დავახასიათოთ მათი აგენტურაც საქართველოში: პოლიტიკოსებადწოდებული მოძალადეები საკუთარი მოქალაქეების, ბიზნესმენების, ტელევიზიების და პატიმრების, ნებისმიერის მიმართ. ადამიანები, რომლებსაც დავალების შესასრულებლად ყველაფერზე წასვლა შეუძლიათ. შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები სხვა სახელმწიფოს ჩააბარონ და მეორე დღესვე, ასეულობით დაუკრძალავი გმირის გლოვის ნაცვლად, წაგებული ომიც კი იზეიმონ. შემდეგ შეუძლიათ ეს გმირი ჯარისკაცები ომის დანაშაულში დაადანაშაულონ. დავალების შესაბამისად შეუძლიათ შეეკრან ნებისმიერს, ვისაც გუშინ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ. მოკლედ, შეუძლიათ ყველაფრის კადრება, რასაც პატრონები დაავალებენ. და როგორები ვართ ჩვენ, ქართული ოცნება და ქართველი ხალხი - ამაყი, ღირსეული, გამბედავი, გონიერი, სამშობლოს შეგრძნების მქონე საქართველოს მოქალაქეები, ამაყი ხალხი და ამაყი ქვეყანა, რომელმაც შეძლო ეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამიერიდან გადაწყვეტილებები საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ მხოლოდ საქართველოში მიიღება, მათ შორის ქვეყნისა და ხალხის გაერთიანების საკითხებზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ აუცილებელ, ვაჟკაცურ ნაბიჯებზე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს