მამუკა მდინარაძე - 26 ოქტომბერს არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი სახლში, რომელსაც შეუძლია სარკეში ჩაიხედოს, საკუთარ თავს თვალი გაუსწოროს და თამამად თქვას: მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები და არავის სხვას!

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევის მცდელობები, უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, მუქარები, თუმცა საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რასაც სიმართლე და ღირსება ჰქვია, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას.

მდინარაძის თქმით, ამ „უთანასწორო ბრძოლას ეყოლება ერთი გამარჯვებული - საქართველო და მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ და ღირსება შევინარჩუნოთ, 26 ოქტომბერს არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი სახლში.

„ქვეყანა და ხალხი, რომელმაც შეძლო გაეძლო და მყარად დახვედროდა თანამედროვეობის ყველაზე სასტიკ იარაღს - დეზინფორმაციას. ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონის, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აგორებული ცრუ და ფაშისტური კამპანია და ამ დეზინფორმაციაზე ჩვენი გამარჯვება იყო. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევის მცდელობები, უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რეზოლუციები, სანქციები, მუქარები, პროვოკაციები, ამ ყველაფრით ზემოქმედების მცდელობა ქართველ ამომრჩეველზე, თუმცა საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რასაც სიმართლე და ღირსება ჰქვია. და იმისთვის, რომ სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ და ღირსება ბოლომდე შევინარჩუნოთ, 26 ოქტომბერს არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი სახლში, რომელსაც შეუძლია სარკეში ჩაიხედოს, საკუთარ თავს თვალი გაუსწოროს და თამამად თქვას: მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები და არავის სხვას!!! ასეთ დროს თქვენ ვერ მოგატყუებენ, თქვენზე სიცრუით და ყალბი კამპანიებით ზეგავლენას ვერ მოახდენენ. მართალ ხალხს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება! შესაბამისად, ჩვენ ყველანი ერთად, დავიცავთ მშვიდობას, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, კეთილდღეობას და ამ უთანასწორო ბრძოლას ეყოლება ერთი გამარჯვებული - საქართველო და მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და ამიტომ ჩვენს ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება