დავით კოდუა - „ნაციონალური მოძრაობა" და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

„ნაციონალური მოძრაობა" ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას - ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ განაცხადა, რითაც დღეს, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ენმ-ის წევრებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დავით კოდუა ყველა სადამკვირვებლო მისიას მოუწოდებს, შეისწავლონ მომხდარი ფაქტი.

„ნაციონალური მოძრაობა" ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მათ დღეს, ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიზეზი კი ძალადობრივი პარტიის მისამართით მოსახლეობისგან გამოთქმული პროტესტი და მათთან კომუნიკაციაზე უარი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობა" და მათი დანაყოფები ცდილობენ, მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ, აუცილებლად გასცემს ქართველი ხალხი პასუხს.

ისინი არ ერიდებიან მცირეწლოვან ბავშვებსაც კი და მშობლებს, ბავშვების თვალწინ უპირისპირდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ.

ის, რაც მოძალადე პარტიამ ზუგდიდში ჩაიდინა, არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი. მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას, შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.

ჩვენი ქვეყნის მტრები 26 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე რასაც სჩადიან!" , - განაცხადა კოდუამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება