საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრო.

„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ათი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცულაიამ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: აგროქიზიყის, აქუა გეოს, Georgian Hazelnut corporation, აჩინებულის, კულას, აგროლაინის, აგრითაჩის, გეოფარმსის და არომა პროდაქთსის წარმოების კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.

„Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს, გამოფენა მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს, წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი