BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი და ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა დაასრულა, რომლის შედეგების თანახმად, ­2024 წლის III კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმცაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ II კვარტალთან შედარებით, გაზრდილია, ასევე, ბიზნესის მოლოდინის და ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებლები, შესაბამისად, 28.3 და 0.4 ქულებით.

„ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შეფასება გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, თუმცა განსაკუთრებით პოზიტიური განწყობები ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, კერძოდ, ინდუსტრიაში გამოკითხული კომპანიების 57% გაყიდვების ზრდას მოელის 2024 წლის IV კვარტალში.

რაც შეეხება ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას, ყველაზე დადებითად მომსახურების სექტორმა შეაფასა, რაც დიდი ალბათობით, გაზრდილი გაყიდვებით არის განპირობებული. სექტორში გამოკითხული კომპანიების 63%-მა მიმდინარე კვარტალში გაყიდვების ზრდა დააფიქსირა.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს“, - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება