ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი - უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ

„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ, შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლაც და მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის 14 მილიარდიანი დახმარება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პარტნიორ ქვეყნებს მძიმე ზომების გატარებისკენ აიძულებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს. არავის არ უნდა ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, უბრალოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ და, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირისგან უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, მათ შორის იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც საქართველოსკენ წამოვა, რითაც ქვეყანაში ევროპული ტიპის კეთილდღეობა შეიქმნება“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო