საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.01 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.01 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.04 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 11.9 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 23.3 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 10.9 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 10.7 პროცენტით. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 20.6 პროცენტით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება