საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წელს სტუდენტებს საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ, 2024/2025 სასწავლო წელს სტუდენტებისთვის გრანდიოზულ კულტურულ ღონისძიებებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილება სტუდენტებს სთავაზობს შემოქმედებით კოლექტივებში ჩართვას და მთელი სასწავლო წლის მანძილზე საუნივერსიტეტო ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღებას.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, ახალ სასწავლო წელს სტუდენტური ოლიმპიადა უნივერსიტეტის ცამეტივე ფაკულტეტზე გაიმართება, ხოლო შემოქმედებითი კოლექტივები საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე უცხოელი მეცნიერების წინაშე წარადგენენ ფოლკლორულ და კლასიკურ რეპერტუარს.

ბადრი ლებანიძის თქმით, ახალი სასწავლო წელი, სტუ-ს შემოქმედებითი კოლექტივებისათვის მნიშვნელოვანია, მაყურებლისათვის კი საინტერესო.

"2024-25 წლები საიუბილეო თარიღების სიმრავლითაა გამორჩეული. წელს ჩვენს სახელოვან ქორეოგრაფიულ ანსამბლ "მერანს" 90 წელი უსრულდება, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა დაარსებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს, 2025 წელს კი, სტუ-ის თეატრ-სტუდიას "მოდინახე", 80 წელი უსრულდება. კულტურის განყოფილების გუნდი, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და თანადგომით, უკვე იწყებს მუშაობას ამ დიდი ღონისძიებების ღირსეულად ჩასატარებლად. წელს ჩვენს სტუდენტებს და სტუ-ს გულშემატკივრებს, საინტერესო ღონისძიებები ელით”, - აცხადებს ბადრი ლებანიძე.

ინფორმაციისთვის, 2024/25 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნავს სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახეს” დაარსებიდან 80 წლის იუბილეს, ასევე გრანდიოზული კონცერტი მიეძღვნება ანსამბლ “მერანის” 90 და ვაჟთა კაპელას 60 წლის იუბილეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება