რატი იონათამიშვილი POLITICO-ს სტატიაზე - არ გამიკვირდება, გავიდეს დრო და „ფარას“ დოკუმენტებიდან ცნობილი გახდეს, რომ ეს სტატიაც კეზერაშვილების, სააკაშვილებისა და ასეთი ოდიოზური პირების მიერ იყო დაკვეთილი

არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დააზიანონ- არ გამიკვირდება, გავიდეს დრო და „ფარას“ დოკუმენტებიდან ცნობილი გახდეს, რომ ეს სტატიაც კეზერაშვილების, სააკაშვილებისა და ასეთი ოდიოზური პირების მიერ იყო დაკვეთილი, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გამოცემა POLITICO -ს სტატიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, ევროკავშირი მზადაა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააუქმოს.

იონათამიშვილი იმასაც აცხადებს, რომ, „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ ტრაექტორიაზე საუბარი ცრუ ნარატივია.

„ეს არის ცრუ ნარატივი და ცრუ ინფორმაცია, რაზეც სერიოზული საუბარი არარელევანტურია. რაც მთავარია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დააზიანონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში აზიანებენ არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს. ამიტომ, მსგავსი ნარატივებით საუბრები, სპეკულაციები და დეზინფორმაცია საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის საინტერესო. ვინც ამას კადრულობს, ის მტრობს საქართველოსაც და ევროკავშირსაც“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

19 სექტემბერს, POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", თუ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, "ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება