ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს, აღნიშნულზე მეტყველებს მათი რიტორიკა და ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ

"ქართული ოცნება" აგებს არჩევნებს, აღნიშნულზე მეტყველებს მათი რიტორიკა და ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, კვლევამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოკვეთა, კერძოდ, ის, რომ კოალიციურ მთავრობას ექნება საკმარისი ხმების რაოდენობა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა და უზრუნველყოს ამ ქვეყნის განვითარება ევროპის მიმართულებით.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად "ქართული ოცნება" აგებს არჩევნებს. აღნიშნულზე მეტყველებს მათი რიტორიკა და ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართაც. იმავდროულად, გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ კოალიციურ მთავრობას ექნება საკმარისი ხმების რაოდენობა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა და უზრუნველყოს ამ ქვეყნის განვითარება ევროპის მიმართულებით. ამ ვითარებაში, ცხადია, საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი ევროპული კეთილდღეობის სასარგებლოდ", - განახადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა" ამომრჩეველთა ხმების 32,3%-ს, ხოლო კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 20%-ს მიიღებდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება