თიბისის მხარდაჭერით სპექტაკლი „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ გაიმართა

იტალიის საელჩოს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ხელოვნება თბილისში კვლავ დაბრუნდა. ხელოვნების მოყვარულები მათ შემოქმედებას, ამჯერად არა გამოფენის, არამედ თეატრალური წარმოდგენის სახით გაეცნენ.

სპექტაკლში „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკაა შერწყმული. 20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტულმა თეატრალურმა დასმა „Teatri 35”, კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე, წარმოადგინა სპექტაკლი, რომელიც მიქელანჯელოს გენიალურ ქანდაკებებსა და რაფაელის ღვთაებრივ ფერწერას ეძღვნება. დასის მსახიობებმა, იტალიური რენესანსის ორი უდიდესი წარმომადგენლის ხელოვნება ჟესტების, ფერების, გამოსახულებებისა და მუსიკის მეშვეობით გააცოცხლეს.

წარმოდგენა გაიმართა ვივალდის, ბახის, ჰენდელის და ბაროკოს პერიოდის სხვა კომპოზიტორების, კორელის, მერულასა და ლოკატელის მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით. მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“, შესანიშნავმა ქართველმა თეორბისტმა გიორგი კუზანაშვილმა და ნიჭიერმა აზერბაიჯანელმა კონტრტენორმა ილჰამ ნაზაროვმა შეასრულეს.

თეატრალური წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ ერთ-ერთი ღონისძიებაა პროგრამიდან, რომელსაც იტალიის საელჩო კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2024 წლის შემოდგომაზე ატარებს.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა. ამის მაგალითია სპექტაკლი „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“, რომელიც ხელოვნების ახლებურად დანახვისა და აღქმის უნიკალური შესაძლებლობაა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება