პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს  ხაშურში აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხალების, მიწობის, წრომის, კრისხევის, ახალშენის, ყელეთისა და ხცისის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრისას ზაალ დუგლაძემ შეაჯამა სოფელში განხორციელებული პროექტები და ისაუბრა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.

დელეგატის თქმით, საარჩევნო დაპირება შესრულებულია, სოფლებში მოწყობილია საგზაო ინფრასტრუქტურა. ამჯერად კი მოსახლეობა წყალმომარაგების მოწესრიგებას, ამასთანავე სკვერების და სტადიონების მოწყობას ითხოვს, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად მოხდება სამომავლო პროექტებზე მუშაობისას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება