პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაღაროსკარის, ჩარგლისა და შუაფხოს მოსახლეობას შეხვდა.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„ადგილობრივებთან ბევრი ვისაუბრეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. საუბარმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, შევეხეთ როგორც ზოგად პრობლემებსა და გამოწვევებს, ასევე, ერთად არაერთი სამომავლო სასიკეთო გეგმა დავსახეთ”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული - დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე - გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - მაცაცო ნარიმანიძე , მერის მოადგილე - ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე - კახა ჩიტაური.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება