ასლან ბჟანია - რუსეთის მიერ ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება აფხაზეთის ბევრ მოქალაქეს შეეხება - ჩვენი ეკონომიკა არ მუშაობს ეფექტურად, ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური განვითარების იმ დონეს, რომელიც გვჭირდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება.

„რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ იქნა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ [1-ელი სექტემბრიდან] საჯარო სექტორის გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს. დაფინანსების პროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, შეეხება აფხაზეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს - მასწავლებლებს, ჯანდაცვის მუშაკებს, კულტურის მუშაკებს და ბევრ სხვას. ამიტომ, ახლა ამ საკითხს აფხაზეთის ხელმძღვანელობა - პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი ამუშავებენ“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, რუსეთთან ურთიერთობაში კრიზისს ვერ ხედავს.

„სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში კრიზისი არ არის და არ იქნება, არის მხარეთა ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს შეთანხმებებიდან, აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ საუბარია, კერძოდ, „მთავრობათაშორის“ შეთანხმებაზე კომერციულ საქმეებზე საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც რატიფიცირებისთვის ე.წ. პარლამენტშია წარდგენილი.

მისი თქმით, საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება „ხსნის შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის.

„ჩვენი ეკონომიკა არ მუშაობს ეფექტურად, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური განვითარების იმ დონეს, რომელიც გვჭირდება მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად და ინვესტიციების მოზიდვის გარეშე შეუძლებელია, ეკონომიკა სხვანაირად არ მუშაობს. ჩვენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან შეგვიძლია განვახორციელოთ ინვესტიციები და ინვესტორი მაშინ მოვა ქვეყანაში, როდესაც მისთვის უსაფრთხოების პირობები შეიქმნება და იქნება ბიზნესის კეთების გარანტიები“, - აღნიშნა ბჟანიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება