დავით კოდუა - მოძალადე წითლიძე, სოდ-ის და კუდ-ის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დღესაც 2012 წელია

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დღესაც 2012 წელია, როცა ადამიანებს აშინებდნენ, ფიზიკურად ძალადობდნენ და აბულინგებდნენ, მაგრამ რეალურად გარეთ არის 2024 წელი, მათ არ გაუვათ ძველი მეთოდები. ყოველთვის მიიღებენ შესაბამის პასუხს! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

როგორც დავით კოდუამ აღნიშნა, ის, რაც ზუგდიდში მოხდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა.

„მოძალადე წითლიძე, სოდ-ის და კუდ-ის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და შეურაცხყოფები მიაყენა, დაიწყეს ფიზიკურად ადამიანების შეხება, მაგრამ მთელი ჩასახლება ერთად დადგა და სისხლიანი რეჟიმი გააძევეს დასახლებიდან. პროვოკატორებს არ გამოუვათ პროვოკაციის მოწყობა, ჩვენ მოქალაქეების გვერდით ვდგავართ და სახელმწიფო დაიცავს თითოეულ მათგანს, განსხვავებით მათი რეჟიმისგან, როდესაც ადამიანებს სისტემა ქუჩაში ხვრეტდა. ეს არის მათი სახე - ეს არ არის ჩემი მოსაზრება ეს არის ფაქტი, რომლის გამოც კონკრეტული ადამიანები პასუხისგებაში მივეცით და სამეგრელოში თითოეულმა ოჯახმა იცის, ამ ჯალათების ჩადენილი სისხლიანი საქმეები.

ის,რაც წუხელ მოხდა არის „ნაცმოძრაობის“ სახე. მათი ზონდერ ჯგუფების წევრებმა ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ აუცილებლად გასცემს ხალხი პასუხს. ისინი დაუპირისპირდნენ მცირეწლოვან შვილთან მყოფ დევნილ დედასაც, რომელსაც პატარა ბავშვთან ერთად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას. ქვეყნის მტრები 26 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე, რასაც სჩადიან“ - განაცხადა დავით კოდუამ ბრიფინგზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს