ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გასცემს

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდი ევრომდე ოდენობის სესხს გადასცემს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში გამოიყოფა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკომისია უკრაინას „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენაში“, - წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება.

აღნიშნული სესხი არის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით თანხების მოძიებაა.

შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს