გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელს შეხვდა, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა და ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ჯონი დიპიროს შეხვდა, რომელიც საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა არა გუშინ, არამედ 3-4 დღის წინ შედგა და მოლაპარაკებების საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა.

„თქვენ მინდა იცოდეთ, რომ ეს არ მომხდარა გუშინ, ეს იყო, დაახლოებით, 3-4 დღის წინ, როდესაც მე ჯონს შევხვდი. კი, ჩვენ ვხვდებით ხოლმე, ვსაუბრობთ, მე მგონი, ვერავინ აგვიკრძალავს ყავის დალევას. მაშინ ეს არაფერი მომხდარი არ იყო და შესაბამისად, ჩვენი საუბრის თემა და საგანი იყო საერთოდ სხვა. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, რაღაცებს, განვიხილავდით, მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი თემა,“ - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, „ქრონიკის ინფორმაციით, გიორგი გახარია, ანა ბუჩუკურთან ერთად კაფეში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, ჯონი დიპიროს შეხვდა, რომელიც საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელია. „ქრონიკის“ ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე გიორგი გახარიას ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემობრუნება დაავალეს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება