მამუკა მდინარაძე - ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! -  ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გიორგი გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძესთან ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და გაერთიანების მზაობაზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას „პრინციპულ“ მოთხოვნებს და შემდეგ ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირს გაწყვეტენ და კოალიციას არ შექმნიან.

გარდა ამისა, მანვე, ყურადღება გამახვილა გივი თარგამაძის აფეთქებაში მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე და აღნიშნა, რომ მისი დაკავების შემდეგ, რადიკალები „შავ დღეში არიან“.

„ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ “მტკიცე” და “პრინციპულ” მოთხოვნას და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ და მათი კოალიციაც გამორიცხულია?!

ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ მგონი, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს.

ამფეთქებელიც დაუჭირეს, შავ დღეში არიან,“ - წერს მამუკა მდინარაძე.

„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტია კვლავ მზად არის ხაზარაძის კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანებისთვის, თუმცა, ამისთვის რამდენიმე მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

„საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: პირველი - ნეიტრალური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის; მეორე - გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი; მესამე - კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება