პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის  მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლ. ქიაჩელის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს. განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი - ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ახვლედიანი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!