სოფო ჯაფარიძე - ჩვენი კოალიციის მიზანია, გაიხსნას ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ფასები და პროფესიონალები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარებიან, გაიარონ რეაბილიტაცია

ჩვენი კოალიციის მიზანია, გაიხსნას ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ფასები და სადაც პროფესიონალები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარებიან, გაიარონ რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და საზოგადოებას ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოდამოკიდებული ადამიანები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე, თავიანთი პრობლემების პირისპირ არიან დარჩენილი და სახელმწიფო მათ არ ეხმარება.

"ჩვენი ქვეყნის იმ ათასობით მოქალაქეს შორის, რომლებიც "ქართული ოცნების" მავნებლური პოლიტიკის გამო თავიანთ პრობლემებთან მარტო არიან დარჩენილი, არიან ასევე, ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი საზოგადოებისგან გარიყულები იყვნენ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ? საჭიროა, ქვეყანაში არსებობდეს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელმისაწვდომი ცენტრები. დღეს თბილისში არსებული ამ პროფილის სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურება არის იმდენად ძვირი, რომ ვერც წამალდამოკიდებულები, ვერც მათი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ საფასურის გადახდას.

შესაბამისად, ჩვენი კოალიციის მიზანია, მათ შორის, დედაქალაქში და რეგიონებში გაიხსნას ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ფასები და სადაც პროფესიონალები დაეხმარებიან ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მიიღონ მკურნალობა, გაიარონ რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის პროგრამა და საზოგადოებას დაუბრუნდნენ მომავალზე ორიენტირებულ, ღირსეულ წევრებად. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ადამიანები ჩვენი ნაწილი არიან და ჩვენი ვალია, მათზე ვიზრუნოთ. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ამ ადამიანებისთვისაც, მათი ოჯახის წევრებისთვისაც, რათა დავეხმაროთ და ისევ გავხადოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები", - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო