გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი სოფელ შავშვებში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი სოფელ შავშვებში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილ და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

„პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი სოფელ შავშვებში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

ბაღი ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით.

საბავშვო ბაღის მშენებლობას სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილ და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება