მამუკა ხაზარაძე - გახარიამ თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია - ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას

დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას - მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით შეუძლებელია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ახალი პირობები ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მათი გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ უნდა ჩამოშორდეს კამპანიას.

„დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, 30 დღის განმავლობაში, შეუძლებელია რაიმე კამპანიის, რაიმე ნომრის, რაიმე სიის და რაიმე ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და ა.შ. მე აღარ წავალ და არ ვუპასუხებ ამ ქვეტექსტებს, რომელიც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ სტილია, რომ მიაწებონ ადამიანს რაღაცა უხეში ეპითეტები. არ ვუპასუხებ, დღეს ამის დრო არ არის, არც მიპასუხია არასდროს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება