რუსთავში ,,რუსთავქალაქობისთვის” ემზადებიან

რუსთავში, ქალაქის დღის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს, „რუსთავქალაქობა” მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული.

„წლევანდელ დღესასწაულს ქალაქი უკვე ახალი ლოგოტიპით და სლოგანით - ,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით" ხვდება. სწორედ ამ სლოგანზე იქნება აგებული მთავარი დღესასწაულის შინაარსი.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავქალაქობის" ღონისძიებები 21 სექტემბერს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

ცენტრალურ პარკში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბავშვთა გასართობი და სპორტული აქტივობები ჩატარდება. პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციებზე ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა, ასფალტზე ცარცით ხატვა, ილუზიონისტისა და საპნის ბუშტების შოუ გაიმართება, მოეწყობა საბავშვო-შემეცნებითი კუთხე. ბავშვებისთვის საბავშვო მუსიკალური წარმოდგენა გაიმართება, ამფითეატრში კი ანიმაციების ჩვენება.

11:00 საათიდან, სამრეწველო და კულინარიული ფესტივალი დაიწყება, რომელსაც რუსთავის იპოდრომი უმასპინძლებს. იპოდრომის ტერიტორიაზე რუსთაველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კულინარიული ფესტივალი ჩატარდება.

20:00 საათიდან კი კოსტავას გამზირზე, გალა-კონცერტი დაიწყება. რუსთავის ცენტრალურ გამზირზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან არსებულ მოედანზე, ორი სცენაა მოწყობილი. გალა-კონცერტზე სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. რუსთაველებს, რომლებიც ქალაქის დღევანდელობას ქმნიან და თანამედროვე რუსთავის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ, მადლობას გადაუხდიან.

საზეიმო ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მუსიკალურად კამერული ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით გააფორმებს. სცენაზე რუსთავზე შექმნილი სიმღერებს ნეკა სებისკვერაძე, ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები” და ჯგუფი ,,REGGAEON”-ი შეასრულებენ. საღამო ჯგუფ ,,REGGAEON”-ის კონცერტით დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება