პაატა დავითაია - თუ  გაცხადებული პირობები არ არის წინაასაარჩვენო სპეკულაციები, გამოვხატავთ მზაობას, „ევროპელი დემოკრატების“ პლატფორმა,  როგორც ნეიტრალური  პოლიტიკური პლატფორმა, დავუთმოთ გაერთიანების მსურველ პოლიტიკურ ძალებს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია განცხადებას აქვეყნებს. „ვითვალისწინებთ რა მდგომარეობას, რომელიც შეიქმნა ორი პოლიტიკური გუნდის გაერთიანების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოლოდინს ოპოზიციური ძალების გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, რასაც ადასტურებს ყველა კვლევა, მზად ვართ, კვალიფიციური სუბიექტის „ევროპელი დემოკრატების“ პლატფორმა, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა, შევთავაზოთ დიალოგში მონაწილე მხარეებს. პოლიტიკური პარტია

„ევროპელი დემოკრატები“ ფლობს ყველა ტექნიკურ რესურსს უზრუნველყოს პოლიტიკური გუნდების ერთ ძლიერ, პოლიტიკურ ძალად გაერთიანების შესაძლებლობა. მზაობა, დაგვეთმო ჩვენი პარტიული ინტერესები და მიგვეცა შესაძლებლობა გაერთიანების მსურველი ყველა პოლიტიკური ძალისთვის, გამოვხატეთ პირველებმა, ჯერ კიდევ ივლისში, რაც შემდგომ მრავალგზის იყო გაჟღერებული ჩვენი პარტიის მიერ. ჩვენთვის მისაღებია პოლიტიკური პარტიის ~ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის მიერ გახმაურებული პრინციპები. თუ მხარეების მიერ გაცხადებული პირობები არ არის წინასაარჩევნო სპეკულაციები, პოლიტიკური სვლები, პარტიის ლიდერების ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება და მათი რეალური მიზანი არსებული ხელისუფლების შეცვლაა, მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ნეიტრალურ პლატფორმაზე „ევროპელი დემოკრატები“ - #6. მხოლოდ მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება შეცვლის არჩევნების შედეგს, რაც არის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის მოლოდინი - ნათქვამია „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია