კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის" ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის"ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.

„სასიამოვნოა, რომ ხვალ გაიმართება აღნიშნული შეხვედრა, საღამოს 7 საათზე. ქართველ გულშემატკივარს, ვფიქრობ, საინტერესო საღამო ელოდება დედაქალაქში. თბილისში გულშემატკივარი იხილავს თავის საყვარელ ფეხბურთელებს, როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობდნენ იმ ისტორიულ „მილანში", რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო 10 წლის განმავლობაში და მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვიყავი. მილანი არის უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოვიდნენ. ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან მე დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას ბიჭებთან და ყველა ძალიან დიდი სიამოვნებით სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. ხვალ ასევე კარგი ამინდი იქნება, როგორც ვიცი და გულშემატკივარს სასიამოვნო საღამო ელოდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის" ლეგენდები დაუპირისპირდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს