მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან" მიმდებარე სკვერში „მარნეულობა 2024" გაიმართა

მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან" მიმდებარე სკვერში „მარნეულობა 2024" გაიმართა. ამის შესახებ ინფორამაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათვე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური ინსტალაციები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა საწნახელში ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები. ღია ცის ქვეშ მუზეუმში მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშები.

„მაყურებელთა წინაშე მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ადგილობრივი შემსრულებლები წარდგნენ; ანსამბლ „შავნაბადას" მიერ შესრულდა საქართველოს ჰიმნი და სიმღერა მარნეულზე.

პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. გაიმართა აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

შეკრებილ მოსახლეობას „მარნეულობა" მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მიულოცეს.

სახალხო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საღამო, გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფი „ურსა" და აზერბაიჯანელი მომღერალი, როზა ზერგერლი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება