მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO - ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი

მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO - ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი.

როგორც მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიის გლობალური პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა ტორნტონი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით ანგარიშში წერს, აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე გარკვეული ქმედებები უნდა განახორციელონ, “რათა სიგნალი მისცენ “ქართული ოცნების” მთავრობას, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მათ შორის უცხოური აგენტების კანონის იმპლემენტაციით.”

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ევროკავშირსა და აშშ-ს 7 ქმედების განხორციელება შეუძლიათ.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირს ერთსულოვნება სჭირდება სხვადასხვა სასანქციო ქმედებებზე, მიზნობრივი სამგზავრო შეზღუდვები შესაძლოა დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებმაც ხმა მისცეს უცხოური აგენტების კანონს;

აშშ-ის კონგრესმა წინ უნდა წაწიოს კანონმდებლობა [MEGOBARI აქტი], რათა ანგარიშვალდებულება დააკისროს „ქართული ოცნების” მთავრობას, რომელიც აგრძელებს ამომრჩევლებისთვის იმის თქმას, რომ მას აქვს აშშ-ის მხარდაჭერა და აშშ “ბლეფობს”;

აშშ-ის მთავრობამ უნდა განიხილოს პერსონალური და ფინანსური სანქციები “ქართული ოცნების” გარკვეული ლიდერების, მათ შორის ივანიშვილის წინააღმდეგ;

ევროკავშირს შეუძლია განიხილოს ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. სადავოობის მიუხედავად, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებმა [ჩვენს] მისიას, რომ ეს ქმედება ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების შედეგების რეალურ გამოხატულებას აჩვენებს;

აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარების სააგენტოები უნდა დაეხმარონ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას უცხოური აგენტების კანონთან დაუმორჩილებლობაში, მათ შორის შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული მოსაკრებლების ხარჯების კომპენსირების ჩათვლით. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არეული მესიჯები არ უნდა იყოს იმაზე, რაც შეეხება კანონისადმი წინააღმდეგობას და არ უნდა იყოს მორჩილების მხარდამჭერი ძალისხმევები (ტრენინგები, ა.შ.);

საჭიროა ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა დამოუკიდებელი მედიისთვის, განსაკუთრებით რეგიონალური გამოცემებისთვის;

აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოხატონ ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობაზე, რომელიც შეფერხებული არაპარტიული დაკვირვებისა და ჩავარდნილი ელექტორალური რეფორმით ჩატარდა,” - ნათქვამია ანგარიშში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება