ენტონი ბლინკენი - აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება

აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება, - სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამ მნიშვნელოვან დღეს, აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ მძიმე გამოწვევების პერიოდში სომხეთის ერთგულებას ანგარიშვალდებული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართ პატივს ვცემთ. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და ღირსეული მშვიდობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ, როგორც პირველი სახელმწიფო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ამაყობს, რომ სომხეთის მხარდაჭერას აგრძელებს, რათა იგი დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წარმატებული წევრი გახდეს.

სომხეთი დღეს დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება