შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დარახველიძემ ალექსანდრ ტიგაის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ბიუროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ერთობლივი ღონისძიებების, პოლიციელთა გადამზადებისა და სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს