„ქართული ოცნების“  ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, კორძაიას ქუჩა N2-ისა და რამიშვილის ქუჩა N2-ის  მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, კორძაიას ქუჩა N2-ისა და რამიშვილის ქუჩა N2-ის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.

„შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადავუხადეთ ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები, ჩვენი ღირებულებები და პრიორიტეტები. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში და ზოგადად რეგიონში შევინარჩუნოთ მშვიდობა”, - განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება