"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ხმალაძეებისა და ცენტრალური უბნის მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა სოფელში განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

„მიმდინარე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალგაყვანილობის ქსელი. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აღნიშნული სამუშაოების შემდეგ დაიწყო.

დელეგატის თქმით, ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელში უკვე მოწესრიგებულია და მოსახლეობა, ამ ეტაპზე, საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება