„ქართული ოცნების“  შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ნინოწმინდის  სოფლების მოსახლეობასთან  გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალქალაქისა და ნინოწმინდის დელეგატი სამველ მანუკიანი, ნინოწმინდის სოფლების: დიდი და პატარა ხანჩალის, კათნატუს, ხორენიასა და ჯიგრაშენის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და ამომრჩევლის ჩართულობის როლს. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

„საამაყოა, რომ ჩვენს მოქალაქეებს გააზრებული აქვთ სწორი არჩევანის საბედისწერო მნიშვნელობა. მათ აღნიშნეს პარტიის მიერ განხორციელებული ბევრი დადებითი ცვლილება, როგორიცაა გამართული გზები, გაზიფიცირება და სხვა, რაც რეგიონში ცხოვრების პირობებს აუმჯობესებს და ამარტივებს“,- განაცხადა სამველ მანუკიანმა.

დელეგატის თქმით, მოსახლეობის დროული და ზუსტი ინფორმირებულობა ხელს უწყობს ქვეყნის სამომავლო სტაბილურობასა და განვითარებას.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი - ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვაან აროიანი, მერის წარმომადგენლები ზემოხსენებულ სოფლებში და საკრებულოს სხვა თანამშრომლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება