თორნიკე რიჟვაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო.

სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და პრიორიტეტები მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

2025-2028 წლებში სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად გეგმავს, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დანერგვას და პროგრამულ ცვლილებებს, როგორიცაა: გულის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის ძვირადღირებული სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის დაფინანსება; ამოქმედდება ახალი პროგრამა - მოხუცთა დღის ცენტრი; ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტები დაფინანსდება სრულად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია სკრინინგები ზრდასრულებსა და მოზარდებში; დაფინანსდება მხედველობის დარღვევების ადრეული გამოვლენა სამიზნე ჯგუფში და სხვა.

2023-2024 წლებში, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 4 465-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება. სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაცია/მშენებლობა და ადგილმონაცვლეობისათვის 10 მილიონ ლარამდე გამოიყო, რის შედეგადაც 1 200 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება