ლეგენდების ამხანაგურ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრებსა და „მილანს“ შორის მიმდინარეობს, ანგარიში გათანაბრდა

ლეგენდების ამხანაგურ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრებსა და „მილანს“ შორის მიმდინარეობს, ანგარიში გათანაბრდა.

შეხვედრის მეორე გოლი „მილანის“ ფეხბურთელმა მარკო ბორიელომ გაიტანა.

მანამდე, შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს პირველი გოლით უპირატესობა გიორგი დემეტრაძემ მოუტანა.

ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს.

ამხანაგურ შეხვედრაში „მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მონაწილეობენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები თამაშობენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა