ნიკა მელია - თბილისი ეს არის ადგილი, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილების, თბილისს სურს ცვლილებები

მივესალმები ქალაქს, რომელმაც იცის ცვლილების დრო, ქალაქი, რომელმაც ცვლილების ფასი იცის, თბილისი ეს არის ადგილი, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილების, თბილისს სურს ცვლილებები, - ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიცია „ცვლილებისთვის” სისტემური ცვლილები სურს.

„მივესალმები ქალაქს, რომელმაც იცის ცვლილების დრო, ქალაქი, რომელმაც ცვლილების ფასი იცის, თბილისი ეს არის ადგილი, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილებისთვის. თბილისს სურს ცვლილებები. ქვეყანაში ორჯერ მეტია, ვისაც სურს ცვლილებები და არა ჩანაცვლება. ჩვენი კოალიციის საარჩევნო #4-ით სურს სისტემური ცვლილები. სწორედ ამიტომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ამომრჩევლებთან შეხვედრას და დავიწყეთ ორი განსხვავებული და ძვირფასი უბნით - ეს არის ისანი და სამგორი. თბილისი ყველას ქალაქია, გარდა სიძულვილისა, გარდა დაპირისპირებისა, ამ ქალაქში ყველამ სიამაყით უნდა ვიცხოვროთ. ყველას შვილებმა ერთად უნდა იცხოვროს. ჩვენ გვინდა კოალიციური ხელისუფლება, რატომ #4 ნომერი და კოალიცია „ცვლილებისთვის“ - პირველი - ჩვენ ვართ პრინციპის ერთგულები, ქალაქი თბილისი არის ამაყი ქალაქი, ის არ მიიღებს არასწორ დირექტივებს, 26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე”, - განაცხადა მელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება