ელენე ხოშტარია - ქართველი ხალხი არის ევროპელი და ევროპის კარი ღიაა, ამისთვის საჭიროა ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი

ქართველი ხალხი არის ევროპელი და ევროპის კარი ღიაა, ამისთვის საჭიროა ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი, - ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის, ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ისანსა და სამგორში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

მისივე თქმით, „ცვლილება გვინდა არა ჩანაცვლებისთვის, არამედ ცვლილებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში“.

„თბილისი არის ევროპის დედაქალაქი, ეს არის სიტყვები, რომელიც ჩვენ ბერლინიდან გვესმის, ჩვენი ბრძოლით თვეების კვირების განმავლობაში იამაყეს ქართველი ხალხით. ქართველი ხალხი არია ევროპელი და კარი არის ღია, ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი. ცვლილება გვინდა არა ჩანაცვლებისთვის, არამედ ცვლილებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში. ჩვენ ვნახეთ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი მათ არჩევანი გააკეთეს ევროპაზე, ახლა სწორედ ეს არჩევანი უნდა გავაფორმოთ, ქართულ პასპორტთან ერთად გექნებათ ევროკავშირის პასპორტი. ამაყი ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ისტორიული მისია და ევროპაში დავბრუნდეთ”, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება